ჯანლუიჯი ბუფონი: სკუდეტოს მოგება უდიდესი, მაგრამ დამსახურებული მიღწევა იქნება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა სტუმრად "ლაციოსთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ სიხარული არ დამალა. 15 აპრილს მოპოვებულმა გამარჯვებამ ტურინელები იტალიის ჩემპიონობასთან კიდევ უფრო დააახლოვა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ, არადა, ეს იოლი თამაში არ იყო. საერთოდაც, რთული კვირა გვქონდა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ რეაბილიტაცია გვმართებდა", - თქვა იტალიის ნაკრების მეკარემ.

პირველობის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ბებერი ქალბატონი" უახლოეს კონკურენტს 11 ქულით უსწრებს და ტურინელთა კაპიტანი არ მალავს, რომ გულში ჩემპიონობას წინასწარ ზეიმობს.

"3 თუ 4 კვირის შემდეგ სკუდეტოს ოფიციალურად მოვიგებთ და ეს დიდი
მიღწევა იქნება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ - ჩემპიონატის სტარტზე მოპოვებული ლიდერობა შევინარჩუნეთ და სეზონის განმავლობაში შემხვედრი სირთულეებიც დავძლიეთ",
- თქვა ჯიჯიმ.

აღსანიშნავია, რომ რომში გამართული მატჩის შემდეგ ბუფონს ტაშს "ლაციოს" ფანებიც უკრავდნენ.

"იტალიაში ასეთ რაღაცებს ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიეთ, თუმცა "ლაციოს" ფანები მრავალი წლის განმავლობაში ავლენენ ჩემ მიმართ პატივისცემას და არც მე ვუშვებ შემთხვევას ხელიდან, რათა იმავეთი ვუპასუხო. ძალიან ვაფასებ "ლაციოს" გულშემატკივრებს და ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ", - დასძინა ბუფონმა.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXXII ტური: მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული