ანდრეა სტრამაჩონი: "ინტერში" ჩემს მომავალზე საუბარი არ მინდა

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ, 17 აპრილს იტალიის თასზე "რომასთან" განცდილი მარცხის მიუხედავად, თავისი შეგირდებისადმი თბილი სიტყვები არ დაიშურა.

ნახევარფინალური მატჩი, რომელიც მილანში გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით - 2:3 დასრულდა.

ანგარიში "შავ-ლურჯებმა"კი გახსნეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გაუშვეს, სხვაობის შემცირება კი მხოლოდ თამაშის ბოლოსღა შეძლეს.

VideoSportall.Ge
17.04.13. ინტერი - რომა 2:3


ამ გუნდებს შორის პირველ დაპირისპირებაშიც გამარჯვება რომაელებს დარჩათ (2:1).

"ჩემს ბიჭებზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მოედანზე ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო.

გუნდი პირველ ტაიმში ბრწყინვალედ მოქმედებდა და უპირატესობის ორ ბურთამდე
გაზრდათ შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში "რომამ" მოუმატა, ჩვენ კი ძალა აღარ გვეყო.

დასანანია, რომ გოლი კონტრშეტევაზე მივიღეთ. "რომამ" თავისი შანსის გამოყენება შეძლო.

ჩემი მომავალი? არ მსურს საკუთარ თავზე საუბარი და მოდით, თამაშზე ვილაპარაკოთ. მატჩის წინ ალვარესი და ჟუანი დაგვიბრუნდნენ, მაგრამ კამბიასო გამოგვა
კლდა.

"რომამ" ორი მატჩის ჯამში დაიმსახურა ფინალში გასვლა და მეტოქის მისამართით მხოლოდ კომპლიმენტებს ვიტყვი. მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებსაც ესმით ჩვენი მდგომარეობა და ბოლომდე მხარს გვიჭერენ",
- აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football Italia.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული