ვალტერ ძენგა: "ინტერის" გაწვრთნაზე ვოცნებობ

AutoSharing Option
წარსულში მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ვალტერ ძენგამ განაცხადა, რომ მისი უმთავრესი ოცნება "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებაა.

"ინტერის" ამჟამინდელ თავკაცს ანდრეა სტრამაჩონის, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ და იტალიური პრესაც ამ პოსტს სხვადასხვა სპეციალისტს უკვე უკავშირებს. უფრო ხშირად ზდენეკ ზემანს ასახელებენ, თუმცა როგორც ირკვევა, ამ ვაკანსიაზე ბედის ცდას მილანური კლუბის ექს-მეკარეც აპირებს.

"მასიმო მორატისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებ
ობა - ჩემი ოცნებაა.

ვფიქრობ, ეს სამუშაო მრავალ სპეციალისტს აინტერესებს, რადგან "ინტერი" დიდი კლუბია",
- აქვეყნებს ძენგას
ნათქვამს Football-Italia.

როგორც ამბობენ, "ინტერში" ძენგას კანდიდატურა გასულ სეზონშიც განიხილებოდა, თუმცა მაშინ კლუბის მფლობელმა არჩევანი საბოლოოდ სტრამაჩონიზე შეაჩერა.

52 წლის სპეციალისტს იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს - "კატანიასა" და "პალერმოში". ამჟამად კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების "ალ-ნასრს" წვრთნის.

ვალტერმა "ინტერში", მოთამაშის რანგში, 12 წელი გაატარა, მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე - უეფას თასი (ორჯერ).

ასევე იხილეთ:

ანდრეა სტრამაჩონის განაჩენი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული