ადრიანო გალიანი მასიმილიანო ალეგრის გამოექომაგა

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო სამ მატჩში "მილანმა" შესაძლებელი 9 ქულიდან მხოლოდ 2 აიღო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. თუ აქამდე "როსონერი" მეორე ადგილისთვის ეცილებოდა "ნაპოლის", დღეს მესამე ადგილი აქვს შესანარჩუნებელი. გასულ უქმეებზე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "იუვენტუსთან" წააგო, "ფიორენტინამ" კი "ტორინო" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ლომბარდიულ გრანდს წამოეწია. მოკლედ, "მილანს" გაურთულდა ცხოვრება, ალეგრის კი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. მწვრთნელის დასაცავად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აიმაღლა ხმა:

"ვერაფრით გავიზიარებ იმ კრიტიკას, რომელიც ალეგრის მიმართ ისმის. მასიმილიანო ს
ამი წელია, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელია და ამ დროში ჩვენ ჩემპიონობა მოვასწარით. ამასთან, სერია A-ს წინა გათამაშებაში მეორე ადგილზე გავედით, მიმდინარე სეზონში კი მესამე ადგილს ვუმიზნებთ. ვფიქრობ, არცთუ ურიგო შედეგებია და თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას დონის ფეხბურთელები გტოვებენ, იქ უკვე ძნელია მიღწეული შედეგის გამეორება და მუდმივად სკუდეტოს მოგება".

გალიანის იმაზეც მოუხდა საუბარი, თუ რატომ დატოვეს გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიაგო სილვამ: "ამაზე აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ჯობდა, ერთ ზაფხულს შეგვეთხელებინა გვარიანად შემადგენლობა, ვიდრე ყოველ წელს წამყვანი ფეხბურთელი გაგვეყიდა. მით უმეტეს, გაახალგაზრდავების პროცესი დავიწყეთ და ახალ გუნდს ჩავუყარეთ საფუძველი.

2012 წელთან შედარებით, სახელფასო ბიუჯეტი 40-50 მილიონი ევროთი შევამცირეთ, რამაც ფინანსურად მოგვაძ
ლიერა. კლუბის განვითარებისთვის ნამდვილად ასე ჯობდა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობინიო: "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული