სტეფან ელ შაარავის მილიონები არ ანაღვლებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სტეფან ელ შაარავი ვეღარ ბრწყინავს და გოლებიც, პრაქტიკულად, ვერ გააქვს, მთლიანობაში, სეზონი მისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა.

20 წლის შემტევი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მასზე არაერთ გრანდს უჭირავს თვალი. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც "პატარა ფარაონის" გადაბირება სურს, "მანჩესტერ სიტია" და იმასაც ამბობენ, რომ "ქალაქელები" იტალიელში კოლოსალური თანხის გადახდას აპირებენ, თავად ფეხბურთელს კი ასტრონომიულ გასამრჯელოს ჰპირდებიანო.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, თუ ელ შაარავი მანჩესტერში გადაბარგდება, სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს. იცით, რამდენი აქვს სტეფანს ხელფასი
"მილანში"? - მხოლოდ 1.2 მილიონი ევრო და ესეც ზამთრის შემდეგ - გასულ სეზონში სულაც 0.8 მილიონი გამოიმუშავა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "როსონერის" დღეს არ ძალუძს ფეხბურთელთათვის ასტრონომიული თანხების გაცემა და ამ კუთხით პრემიერლიგის ყველაზე მდიდარ კლუბებთან კონკურენცია. ანუ ლომბარდიელები დიდწილად თავად ელ შაარავის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი და ბედი მათი, რომ ეს უკანასკნელი "როსონერის" ერთგულია - მოვუსმინოთ ელ შაარავის:

"მანჩესტერელებს ჩემი გადაბირება სურთ? - სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არაფერი მსმენია და შესაბამისად, არც ის ვიცი, რამდენ მილიონს მპირდებიან წელიწადში. ამას არც აქვს მნიშვნელობა, რადგან მე "მილანის" ფეხბურთელი ვარ და მსურს, მთელი კარიერა ამ გუნდში გავატარო. ბავშვობიდან "როსონერიში" მსურდა ასპარეზობა. ეს ოცნება ამისრულდა და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანიმ "მილანიდან" კინაღამ სტეფან ელ შაარავი გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული