ფეხბურთელის თქმით, ის "სკუადრა აძურას", სავარაუდოდ, ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაემშვიდობება.
33 წლის ჰავბეკი იტალიის ნაკრების ლიდერი ჯერ კიდევ 2006 წლის მუნდიალზე იყო, რომელიც იტალიელთა ტრიუმფით დასრულდა. პირლო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც გამორჩეული იყო თავის გუნდშიც და მთლიანად ტურნირშიც, სადაც ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილები მეორე ადგილს დასჯერდნენ.
"ვფიქრობ, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრების მაისურით ჩატარებული ჩემი ბოლო ტურნირი იქნება.
შემდეგ უკვე ნამდვილად დრო იქნება, გზა ახალგაზრდა
"ნაკრებმა ძალიან ბევრი მომცა. მქონდა ბედნიერება, გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. როდესაც ამას მიაღწევ, ამჩნევ, როგორაა შენით აღფრთოვანებული ყველა, მათ შორის, სხვა გუნდების გულშემატკივრებიც", - აქვეყნებს პირლოს ნათქვამს goal.com.
ამ დროისთვის იტალიელები დამაჯერებლად ლიდერობენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფს.
ასევე იხილეთ:
როგორ თქვა უარი ანდრეა პირლომ "ბარსელონაზე", "რეალსა" და "ჩელსიზე"
ანდრეა პირლო: ჩემ შესახებ ბევრი იცით, მაგრამ ერთი ფაქტი უცნობია - მეღვინეც ვარ [VIDEO]
ბერლუსკონის აღიარება: პირლო არ უნდა გამეშვა
ანდრეა პირლო იტალიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელია