"ფერარით" კარტოდრომზე

AutoSharing Option
ყველას კარგად მოეხსენება მარიო ბალოტელის სახიფათო გატაცების შესახებ - "მილანის" ფეხბურთელი აღმერთებს კარტინგებით რბოლას, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, მოქმედი კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი უკრძალავს კარტის მანქანის საჭესთან ჯდომას - სავარაუდო ტრავმის თავიდან აცილების მიზნით.

და აი, ფორვარდმა გამოსავალი იპოვნა - ის მილანის გარეუბანში ერთ-ერთი კარტოდრომის მფლობელს მოელაპარაკა და ტრასაზე თავისი "ფერარი F450" გაიყვანა, რომელიც 200 ათასი ფუნტი ღირს.

22 წლის მარიომ კარტოდრომზე ერთი საათი დაჰყო, 600-მეტრიან ტრეკზე რბოლით გული იჯერა, რამდენიმე ფოტო გადაიღო და იქაურობა დატოვა. რაც მთავ
არია, მის "ფერარის" არანაირი ზიანი არ მიადგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფანი ნეგეშამ მარიო ბალოტელი მიატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული