"იუვენტუსი" კარლოს ტევესს 3-წლიან კონტრაქტს და 18 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა "მონაკოს" შეთავაზება უარყო და კარიერის გაგრძელების ვარიანტად ტურინის "იუვენტუსს" განიხილავს.

ადრიანო როუკო, რომელიც 29 წლის ფეხბურთელის აგენტია, უკვე ჩავიდა იტალიაში მოლაპარაკების გასამართავად.

"ბებერი ქალბატონი" მზადაა კარლოს ტევესს 3-წლიანი კონტრაქტი, ჯამში 18 მილიონი ევროს ხელფასით და ასევე, ბონუსები კარგი გამოსვლისთვის შესთავაზოს.

თავად ფორვარდს, რომელსაც "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს, წლიური ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო სურს.

ტრანსფერის განხილვისას "სიტიმ" "იუვენტუსს" გარიგებაში არტურო ვიდალის ჩართვა შესთავაზა, რაზეც იტალიური გუნდისგან უარი მიიღო.

მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატის 33 შეხვედრაში ტევესმა
11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული