35 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება "მილანთან" ივნისში იწურებოდა. ახალი კონტრაქტი კი ერთ წელზეა გათვლილი.
"კლუბთან კონტრაქტი ერთ წლით გავახანგრძლივე. ძალიან მიხარია, რომ "მილანში" თამაშის გაგრძელება შემიძლია. "მილანელო" ჩემთვის მშობლიური კლუბი გახდა", - თქვა აბიატიმ.
მიმდინარე სეზონში აბიატიმ "მილანის" მაისურით ყველა ტურნირში 36 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით