ადრიანო გალიანიმ მასიმილიანო ალეგრის წასვლა უარყო

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები მასიმილიანო ალეგრის"მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლების შესახებ და თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ალეგრის გაშვება პირადად სილვიო ბერლუსკონის სურვილია, რომელიც უკმაყოფილოა არა იმდენად შედეგებით, რამდენადაც გუნდის თამაშის სტილით. მოკლედ, ბევრმა ალეგრის მილანურ კარიერას წერტილი დაუსვა, თუმცა, როგორც განცხადდა, არც მთლად მასე ყოფილა საქმე - მოვუსმინოთ კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის:

"ერთ-ერთ გაზეთში ბერლუსკონის ციტირებაც კი მოახდინეს, სადაც საუბარი იყო ალეგრის გაშვების აუცილებლობაზე და გუნდში რევოლუციური ცვლილებების მოხდენაზე. არც კი
ვიცი, ვის თავში მწიფდება ასეთი აზრები და საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. სილვიოს გუშინ ვესაუბრე და არაფერი მსგავსი არ უთქვამს. ჩვენ ალეგრის მომავალზეც ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ახლო მომავალში სპეციალურ შეხვედრას გავმართავთ. ზოგადად, ბერლუსკონი არაა ალეგრის მუშაობით უკმაყოფილო და ვფიქრობ, რომ მასიმილიანოს დარჩენის ალბათობა ძალიან მაღალია. ასე რომ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს, ყველაფერს ჩვენ თვითონ გაგაგებინებთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: მწვრთნელის საკითხი 22 მაისს გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული