იტალიური როქი: ვალტერ მაცარი "ინტერში", რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიში"

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" დაითხოვა ახალგაზრდა სპეციალისტი ანდრეა სტრამაჩონი და მის ნაცვლად ვალტერ მაცარი დანიშნა.

შეგახსნებთ, რომ 51 წლის მაცარიმ რამდენიმე დღის წინათ ოფიციალურად დატოვა "ნაპოლის" რიგები. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მაცარიმ ორ-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამასობაში გაირკვა "ნაპოლის" ახალი თავკაცის ვინაობაც - კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ტვიტერზე" დაადასტურა, რომ ნეაპოლულ გუნდს ესპანელი რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს, რომელიც ჯერ კიდევ "ჩელსის" თავკაცად ითვლება.

სწორედ ამიტომ დე ლაურენტისმა "ტვიტერზე" დატოვა შეტყობინება და არა ოფიციალურ საიტზე. ბენიტესის კონტრაქტიც ორწლიანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული