ჯენარო გატუზო "პალერმოს" მწვრთნელი?

AutoSharing Option
სერია A-დან გავარდნილ "პალერმოს" შესაძლოა, ჯენარო გატუზო გაუძღვეს.

35 წლის იტალიელი ბოლო დრომდე შვეიცარიული "სიონის" მოთამაშე-მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი დიდი უცნაური კაცია, თუმცა არც ჯენაროა "დალაგებული" და შეიძლება, უკეთაც გაუგონ ერთმანეთს.

გატუზოს "სიონთან" 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი. თუ ის სიცილიურ კლუბში გადავა, ძამპარინის ეპოქაში გუნდის 44-ე (!) მწვრთნელი გახდება. ძამპარინი "პალერმოს" 2002 წლიდან ფლობს. 

ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: გატუზო "მილანის" მწვრთნელად? ჯენაროს დრო ჯერ არ მოსულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული