გადაწყდა: მასიმილიანო ალეგრი "მილანში" რჩება

AutoSharing Option
გადაწყდა, მასიმილიანო ალეგრი მომდევნო სეზონშიც "მილანის" მთავარი მწვრთნელი იქნება. როგორც იქნა, სილვიო ბერლუსკონიმ მოიცალა მწვრთნელისთვის, შეხვედრა შედგა და შეთანხმებაც მიღწეულია.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ალეგრი "როსონერისთან" ხელშეკრულებას 2015 წლამდე გაახანგრძლივებს და ამით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესმება.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"შეხვედრა შედგა და შეთანხმებას მივაღწიეთ. ბევრი ვიმსჯელეთ და მივედით იმ საერთო აზრამდე, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა".

მალე ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ - ასე რომ, ალეგრი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

ბერლუსკონი ყოველთვის დადებითად აფასებდა მასიმილიანოს მუშაობას და
მისი დღესაც ეიმედება".


იტალიელმა ჟურნალისტებმა გალიანის ერთ ფრაზაზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც ადრიანო იმაზე საუბრობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა"...

ძველი ამბავია, რომ ბერკუსკონი ხშირად იჭრება მწვრთნელის კომპეტენციაში და როგორც ჩანს, აქ სულაც პირდაპირი მითითებები მისცა ალეგრის. დიდი ალბათობით, კომპრომისიც ამაში მდგომარეობდა - ახალი კონტრაქტი ალეგრის იმ პირობით გაუფორმეს, თუ ის ბერლუსკონის აზრებს გაიზიარებს და მოედანზე ასახავს.

ასეა თუ ისე, შეთანხმება შედგა და ალეგრის "მილანური" ეპოქა გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული