ტოლდო კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოლდომ ბუცებისა და ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. "ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა", - განაცხადა 38 წლის მეკარემ.

"ინტერში" იგი 2001 წელს გადავიდა და მილანური კლუბის ღირსება 147 მატჩში დაიცვა. ბოლო სეზონებია, იგი ბრაზილიელი ჟულიო სეზარის დუბლიორია. მაისში მოგებული ჩემპიონთა ლიგა ყველაზე სერიოზული ტიტულია მის კარიერაში.

ტოლდო დიდების ზენიტში ევრო-2000-ზე იყო, როცა იტალიის ნაკრებმა ფინალში მისი ბრწყინვალე თამაშით გააღწია. სკუადრა აძურაში მან 28 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული