ოფიციალურად: რუდი გარსია "რომას" მწვრთნელია

AutoSharing Option
ეს ამბავი აქამდეც ვიცოდით, თუმცა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონიდან "რომას" ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია უთავკაცებს.

47 წლის მწვრთნელმა "ლილში" მუშაობით გაითქვა სახელი და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. საბოლოოდ, გარსია მარადიულ ქალაქში აღმოჩნდა, რამაც "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა სიამაყით აავსო:

"რუდი გარსიასთან არაერთი კლუბი აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რუდი სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც ჩვენს გუნდს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. საფრანგეთში მას უკვე ჰქონდა დიდი გამარჯვებები და იცის, როგორ აიყვანოს გუნდი მწვერვალამდე. უახლოეს დღეებში გარსიასთან საგანგებო შეხვედრა
შედგება, სადაც სატრანსფერო საკითხებს განვიხილავთ. მომდევნო სეზონში "ჯალოროსიმ" უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რომაში" გადაწყვიტეს - გუნდს რუდი გარსია გაწვრთნის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული