ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პიემონტელები "მანჩესტერ სიტის" მესვეურებს 29 წლის არგენტინელი შემტევის, კარლოს ტევესის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
თანხა არც ისე დიდია, მაგრამ ინგლისელებს ტევესის მოშორება სურთ და გამორიცხული არაა, დიდად არც ივაჭრონ.
ამ თემაზე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:
"კარლოს ტევესის გადაბირება ჩვენს გეგმებშია და ინგლისელებს მალე ოფიციალურ შეთავაზებას გავუკეთებთ.
ანტონიო კონტ
ვგონებ, თვითონ ტევესსაც სურს მანჩესტერის დატოვება და წესით, ჩვენთან გადმოსვლაზე უარი არ უნდა თქვას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: არგენტინაში თამაშის დრო ჯერ არ დამდგარა