ბოლო დღეებში თვითონ ფეხბურთელმაც და მისმა აგენტმაც პირინეელებთან მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოთქვეს, ედინსონმა კი არაერთხელ აღნიშნა, რომ "რეალში" თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა. მოკლედ, კავანი მზადაა, სამეფო კლუბში გადაბარგდეს და მთავარია, როგორ წარიმართება მადრიდულ-ნეაპოლური მოლაპარაკება...
ძველი ამბავია, რომ იტალიელები 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვენ, ბოლო ინფორმაციით კი, მადრიდელებს 50 მილიონი აქვთ გადადებული. კულუარული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ფასის დაგდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სამეფო გუნდიდან
იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და ამ პროცესში თვითონ ფეხბურთელებიც არიან ჩართულნი.
სამი ხედირას წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ალვარო მორატაზე კი მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ახლახან დასრულებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მორატა ტელიოსთან, ალკანტარასთან და ისკოსთან ერთად, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია და გასაკვირი არაა, რომ დე ლაურენტისმა თვალი სწორედ მას დაადგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი: "ნაპოლი" გრანდი გახდება