სკანდალი: იტალიური კლუბების ოფისებში ფინანსური პოლიცია შევიდა

AutoSharing Option
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ ქვეყნის 41 საფეხბურთო კლუბში ჩხრეკა ჩაატარა.

პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა ფინანსურ მაქინაციებთან არის დაკავშირებული. საფეხბურთო კლუბები გადასახადების დამალვაში და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი.

პოლიცია კლუბებს შორის სატრანსფერო შეთანხმებებს და ასევე ფეხბურთელებსა და აგენტებს შორის კონტრაქტებს განიხილავს.

"როიტერის" ცნობით, ჩხრეკა სერია A-ს 18, სერია B-ს 12 და კიდევ 12 კლუბის ოფისებში გაიმართა.

გარდა ამისა, ჩხრეკა აგენტების ოფისებშიც ჩატარდა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბებში ჩხრეკის მიზეზი ორი აგენტის საქმიანობას ეხებოდა.

პოლიციას ის დოკუმენტები აინტერესებდა, რომლებიც ალესანდრო
მოჯისა და ალეჰანდრო მაცონის ეხებოდა.

ალესანდრო მოჯი ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ლუჩანო მოჯის შვილია. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიის ჩემპიონატში გარიგებული მატჩების საქმეში ლუჩანო მთავარი ფიგურა იყო.

ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" იმ კლუბთა რიცხვში შევიდნენ, რომლის ოფისებიც გაიჩხრიკა.

ასევე, ფინანსურმა პოლიცია ჩხრეკა "ნაპოლიში", "ლაციოში", "ფიორენტინაში", "პალერმოში", "პესკარაში", "ჯენოაში", "ატალანტაში", "კატანიაში", "ლივორნოში", "ბარიში", "სიენაში", "რეჯინაში", "პარმაში", "კიევოში", "ლეჩეში", "სამპდორიაში", "ჩეზენაში", "ტორინოში", "სპეციიში", "პიაჩენცაში", "ვიჩენცაში", "ტრიესტინაში", "გროსეტასა" და "ალბინოლეფეში" ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული