ედინსონ კავანი: 63 მილიონი ევრო არ ვღირვარ

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი მიიჩნევს, რომ კლუბი მის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის გადახდას ითხოვს და რომ ის ამდენი არ ღირს.

"ნაპოლი" კავანის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვს. ყველაზე რეალური მყიდველები კი "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" არიან.

კავანიმ მტკიცედ გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა და ამიტომ ფასის დასაკლებად პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას გეგმავს.

"არა მგონია, რომ 63 მილიონი ევრო ვღირდე.

მე ძალიან მიყვარს "ნაპოლი", ძალიან დავალებული ვარ ამ კლუბისგან და
ამიტომ მსურს, კლუბის წინა კარიდან გავიდე და არ გავიპარო.

სწორედ
ამიტომ პრეზიდენტთან შეხვედრას ვგეგმავ", - უთხრა "მარკას" კავანიმ.

ასევე იხილეთ:
ოპერაცია "ედინსონ კავანი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაღალი, სიმპატიური, გრძელთმიანი ლათინოსის დამატება თუ უნდა რეალს, მარიო ჩიმარო დაიმატოს, ნაკლები დაუდება :)))
Georgi
16:21 25-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული