სილვიო ბერლუსკონის მორიგი განაჩენი

AutoSharing Option
2011 წელს სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ მორიგი საქმე აღიძრა, მიზეზი კი 76 წლის პოლიტიკოსის არასრულწლოვან მაროკოელ მეძავთან სექსუალური კავშირი გახლდათ.

ამასთან, დონ სილვიომ გავლენებით ისარგებლა და თავის დროზე, გოგონა ციხიდან დაიხსნა. ბუნებრივია, ესეც დანაშაულია და მოკლედ, ბერლუსკონის საქმე დაუმძიმდა. გამოძიება დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდა და განაჩენი გამოიტანეს - ბერლუსკონის 7 წელი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის უფლება წაერთვა, თანაც სიცოცხლის ბოლომდე.

დონ სილვიოს გასაჩივრების უფლება აქვს და თავდების წყალობით, თავისუფლებაზე რჩება, რაც მისთვის უჩვეულო მდგომარეობა ნამდვილად არაა.

ყველაზე უფრო
ყურადსაღები მთელ ამ ისტორიაში სწორედ ისაა, რომ ბერლუსკონის თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს. არადა, სილვიო პრემიერ-მინისტრის არჩევნებისთვის ემზადებოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ თმობდა "მილანის" საპრეზიდენტო პოსტს. როგორც ჩანს, ბერლუსკონის არჩევანის წინაშე აღარ მოუწევს დადგომა და არც "როსონერის" საპრეზიდენტო სკამს შეელევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული