24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფორვარდი ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ამიტომ ის იტალიაში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული გუნდი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
"თავი უიღბლო ადამიანი მგონია, ტურნირის ასე დატოვება...
მერჩივნა, თანაგუნდელებთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ "მილანი" ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება და უნდა დავბრუნდე, რომ მოახლოებული მატჩებისთვის უკვე
ესპანეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის შესახებ კი კლაუდიო მარკიზიომ ისაუბრა. მისი აზრით, იტალიელებმა ისე უნდა ითამაშონ, როგორც ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე (1:1).
"მარიო დაგვაკლდება, მაგრამ ალბერტო ჯილარდინო საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელია. ამის თაობაზე არ ვდარდობთ.
ისე უნდა ვითამაშოთ, როგორ ეს ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთან პირველ მატჩში გავაკეთეთ.
ესპანეთი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ მათ წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია კარგად", - თქვა მარკიზიომ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით