კარლოს ტევესი: "იუვენტუსს" უფრო რთული მიზნები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ სიტის"

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა კარლოს ტევესმა ახსნა, თუ რატომ აირჩია ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისური.

გარდა ამისა, მან "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"10-ნომრიანი მაისური ჯერ კიდევ "ბოკა ხუნიორსში" თამაშის დროს მქონდა. ამ ციფრებს მაისურზე პატივისცემით ვეპყრობი, რადგან ამ ნომრით დიეგო მარადონა თამაშობდა. დიდი ხანი ვფიქრობდი "იუვენტუსში" გადასვლაზე, თუმცა გარიგება მხოლოდ ახლა შედგა.

მიზეზები? "იუვენტუსს" უფრო რთული მიზნები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ სიტის". რაც შეეხება "მილანს", მათი კლუბის წარმომადგენლებთან კონკრეტული საუბარი არ მქონია. ამიტომ მათი წყენა, უბრალოდ, არ მესმის",
- თქვა ტევესმა.

მომზადებულია
Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული