გარდა ამისა, მან "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"10-ნომრიანი მაისური ჯერ კიდევ "ბოკა ხუნიორსში" თამაშის დროს მქონდა. ამ ციფრებს მაისურზე პატივისცემით ვეპყრობი, რადგან ამ ნომრით დიეგო მარადონა თამაშობდა. დიდი ხანი ვფიქრობდი "იუვენტუსში" გადასვლაზე, თუმცა გარიგება მხოლოდ ახლა შედგა.
მიზეზები? "იუვენტუსს" უფრო რთული მიზნები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ სიტის". რაც შეეხება "მილანს", მათი კლუბის წარმომადგენლებთან კონკრეტული საუბარი არ მქონია. ამიტომ მათი წყენა, უბრალოდ, არ მესმის", - თქვა ტევესმა.
მომზადებულია