სტევან იოვეტიჩი მადრიდის "რეალის" სამიზნეში

AutoSharing Option
23 წლის სტევან იოვეტიჩმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ "ფიორენტინაში" შესაძლებლობები ამოწურა და სურს, კარიერა ევროპის რომელიმე გრანდში გააგრძელოს.

"მედიასეტის" ცნობით, 3 ივლისს იოვეტიჩის პირადი აგენტი მადრიდის "რეალის" მესვეურებს შეხვდება და მოლაპარაკების პროცესიც დაიძრება.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, მადრიდელები უკვე არიან მზად, სტევანის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ფლორენციელები 30 მილიონს ფეხს არ უცვლიან. ამბობენ, რომ ფინანსურ საკითხებში იოვეტიჩიც აპირებს ჩარევას და ის პირადად შეეცდება, რომ ტოსკანური კლუბის მესვეურებს თანხა დააწევინოს. მოკლედ, მადრიდულ-ფლორენციული მოლაპარაკება იწყება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

აღნიშნული ცნობა სხვა კუთხითაც საინტერესოა - თუ "რეალმა" სტევან იოვეტიჩი გადაიბირა, დიდი ალბათობით, ედინსონ კავანის შეეშვება. არადა, ნეაპოლური კლუბის მესვეურთა მტკიცებით, 26 წლის ურუგვაელის გადაბირების სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ "სამეფო კლუბმა" გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფიორენტინა", სტევან იოვეტიჩი: დროა, წავიდე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული