ფედერკალჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჯამ უკვე დატოვა თანამდებობა, მისი ადგილი კი ლუიჯი დი ბიაჯომ დაიკავა. დი ბიაჯოს კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი მანჯას კომენტარს შემოგთავაზებთ:
"დიდი მადლობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადა, როდესაც ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნის საშუალება მომცა. კონტრაქტის გახანგრძლივება შემეძლო, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მსურს, საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე. ვგრძნობ, რომ ახალგაზრდულ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევის მანჯა 42 წლის ლუიჯი დი ბიაჯომ შეცვალა. ლუიჯიმ ფეხბურთელის კარიერა 2007 წელს დაასრულა, 2011 წელს კი სამწვრთნელო საქმეს მიჰყო ხელი და იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების მესაჭედ დაინიშნა. როგორც ჩანს, ფედერკალჩომ დადებითად შეაფასა დი ბიაჯოს მიერ გაწეული სამუშაო და მას ახალგაზრდული გუნდი ჩააბარა. შეგახსენებთ, რომ ლუიჯიმ კარიერის დიდი ნაწილი "რომასა" და "ინტერში" გაატარა, ბოლოს კი "ბრეშაში" რობერტო ბაჯოსთან ერთად ასპარეზობდა.
ამ უკანასკნელის არ იყოს, მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გაცუდებული თერთმეტმეტრიანია - გახსოვთ ალბათ, 1998 წლის მუნდიალი, საფრანგეთი-იტალიის მეოთხედფინალური მატჩი და პენალტების სერია, რომელიც დი ბიაჯოს არაზუსტი დარტყმის გამო ფრანგთა სასარგებლოდ დასრულდა. ლუიჯიმ ბურთი ხარიხას გაარტყა და უმალ მოინათლა ბაჯოს "მემკვიდრედ". ვნახოთ, როგორი მწვრთნელი იქნება ერთ დროს ძალიან კარგი ნახევარმცველი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია