მონტოლივო ისევ დაშავდა

AutoSharing Option
"ფიორენტინას" კაპიტანმა რიკარდო მონტოლივომ მუხლი კიდევ ერთხელ დაიზიანა, ოპერაცია დასჭირდა და მოედანზე გასვლას ექვსი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. 25 წლის ნახევარმცველი ზაფხულიდან მოყოლებული ისედაც ვერ გრძნობდა კარგად თავს და წესით, ოპერაციამ მის გასაჭირს წერტილი უნდა დაუსვას.


გალიეგო ფავორიტია

ამერიგო გალიეგო "რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების უმთავრეს პრეტენდენტად მოიაზრება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გუნდის დამრიგებლის თანამდებობიდან ანხელ კაპა დაითხოვეს. 55 წლის გალიეგო ამჟამად უმუშევარია, ბოლოს კი "ინდეპენდიენტეს" წვრთნიდა.


ეტოო მეექვსე დივიზიონში

საუბარია სამუელ ეტოოს უმცროს ძმაზე, 21 წლის ემანუელ ეტოოზე,
რომელმაც წარმატებით გაიარა სინჯები ესპანეთის რანგით მეექვსე დივიზიონის ბინადარ "რეალ კასტელნუევოში" და მასთან კონტრაქტიც გააფორმა. ემანუელი "მალიორკას" აღზრდილია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული