"კლუბის მესვეურებმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყეს და ნათელია, რომ ამ გეგმებში მე არ ვფიგურირებ. იყო ლაპარაკი, რომ ნახევარი სეზონი კიდევ დავრჩენილიყავი და შემდეგ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ამის აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ. რუდი გარსიამ კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები
"გაძეტა დელო სპორტი" ყოველდღიურად ავრცელებს ცნობებს ოსვალდოს მომავალი კლუბის შესახებ, ყველაზე რეალური კი პაბლოს "ტოტენჰემში" გადაბარგებაა. თუმცა, ფორვარდის გადაბირების სურვილი სხვა კლუბებმაც გამოთქვეს, მათ შორის რუსულმა "ზენიტმა".
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, სლავები მზად არიან პაბლოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. რომაელები იქით გადაიხრებიან, საითაც მეტ ფულს დაინახავენ, მაგრამ საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს თვითონ ფეხბურთელი... მომდევნო ზაფხულს, მსოფლიოს ჩემპიონატია და რუსეთში გადაბარგებამ შესაძლოა მისი ნაკრებში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეამციროს.
სამაგიეროდ, ერიკ ლამელას აქვს ყველაფერი რიგზე და ჟურნალისტებთან ომახიან განცხადებებს აკეთებს - 21 წლის არგენტინელის თქმით, "რომანისტებს" დიდი გამარჯვებები მოენატრათ და მაღალი მიზნების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ:
"გასული სეზონი აშკარად ჩავაგდეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ყველას გვინდა, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენ დაგვრჩეს, მაგრამ ასეე არ ხდება და ეს გაცნობიერებული გვაქვს. დაშვებული შეცდომები კარგად გავაანალიზეთ და მზად ვართ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
დიახ, დიდ გამარჯვებებს მოწყურებულები ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება სეზონი. კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, რაც წარმატების საწინდარია. ამასთან, ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ახალ ენერგიას შემოიტანს გუნდში. რუდი გარსიაზე მხოლოდ კარგი მსმენია და დარწმუნებული ვარ, გაამართლებს ჩვენს მოლოდინს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პაბლო ოსვალდოს "რომაში" აღარ დაედგომება