პაბლო ოსვალდოს "რომაში" აღარ დაედგომება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "რომას" მწვრთნელ-ფეხბურთელს შორის მომხდარი კონფლიქტია.

იტალიის თასის ფინალში პაბლო დანიელ ოსვალდო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რამაც 27 წლის ფორვარდი საშინლად აღაშფოთა და ემოციები ჯერ კიდევ თამაშის მსვლელობისას ვერ დამალა. ოსვალდომ აურელიო ანდრეაცოლი თამაშის შემდეგაც გალანძღა და მას არაკომპეტენტური უწოდა. თავის მხრივ, არც მწვრთნელმა დაიხია უკან და ფეხბურთელს ხმის ჩაგდებისკენ მოუწოდა.

ყველაფერ ამან კიდევ უფრო აქტუალური გახადა ოსვალდოს "რომადან" აბარგების თემა და მას ახალი მსურველებიც გამოუჩნდნენ. აქამდე პაბლოს გადაბირება "ფიორენტინას" და ინგლისურ "ტოტენჰემს" სურდათ, მათ
რიცხვს კი "ნაპოლი" და "ინტერი" შეუერთდნენ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ოსვალდოს გასხვისების წინააღმდეგნი არც "რომას" მესვეურები არიან, რადგან ფეხბურთელი ხშირად ეხვევა კონფლიქტებში და გუნდში აშკარად აფუჭებს ატმოსფეროს. თუნდაც ფრანჩესკო ტოტისთან დაპირისპირება რად ღირს, როდესაც კაპიტანს თერთმეტმეტრიანის დარტყმა არ დაანება და რაც მთავარია, გააცუდა.

მოკლედ, დიდი ალბათობით, ოსვალდო წავა "ჯალოროსიდან" და საკითხავი ისაა, სად გააგრძელებს კარიერას... ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 17 მილიონი ევროა, თუმცა რომაელები, ალბათ, 15-ზეც დათანხმდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რომაში" ნიკოლას ბურდისომ და პაბლო ოსვალდომ იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული