დუგლას მაიკონი იტალიაში დაბრუნდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "რომას" მესვეურებმა სერიოზულად მიჰყვეს ხელი გუნდის გაძლიერებას. განსაკუთრებით კი, ეს დაცვის ხაზზე ითქმის.

წინა ნომერში გამცნეთ, რომ დედაქალაქურმა გუნდმა "უდინეზედან" 26 წლის უკანახაზელი მეჰდი ბენატია დაიმატა, დღეს კი სრულიად ახალი და მეტად საინტერესო ინფორმაცია გვაქვს... მომდევნო სეზონიდან "ჯალოროსის" ღირსებას დუგლას მაიკონი დაიცავს. 31 წლის ბრაზილიელ მცველს კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში აქვს გატარებული, გასული სეზონი კი "მანჩესტერ სიტიში" გაატარა და თავი ვერაფრით წარმოაჩინა. დუგლასმა ინგლისში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და ღრმა თადარიგში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკონმა ბრიტანეთში თავი
ვერ წარმოაჩინა, იტალიაში მისი შესაძლებლობები კარგად იციან და ტრანსფერიც რომაელებს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. დაცვის ცენტრში ბენატია, ხოლო მარჯვენა ფრთაზე დუგლას მაიკონი, სოლიდური გაძლიერებაა. 16 ივლისს ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სავარაუდოდ, კონტრაქტსაც გააფორმებს. ხელშეკრულება 2-წლიანია, თუმცა სხვა დეტალები ჯერ არ გაცხადებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკონი "რომასთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული