"ჟულიოს გადაბირება ლონდონის "არსენალს" და "რომას" სურდათ, მაგრამ თვითონ მეკარემ არჩევანი "ნაპოლიზე" შეაჩერა. სეზარს იტალიაში უნდოდა დაბრუნება და ამიტომ "არსენალი" თავიდანვე გამოირიცხა.
რომაელებს საინტერესო შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მიმზიდველი ნეაპოლური ვარიანტი აღმოჩნდა. შეთანხმებას წინ არაფერი უდგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯი
დაახლოებით ორი კვირის წინ "ნაპოლიმ" "სანტოსის" მეკარე რაფაელი გადაიბირა, რომლის წაყვანა ასევე სურდა "რომას". მოკლედ, ნეაპოლელებმა დედაქალაქელები აშკარად დაჩაგრეს და ისღა დარჩენიათ, დახმარების ხელი გაუწოდონ... "გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ცნობის თანახმად, მორგან დე სანკტისი "ნაპოლიდან" "რომაში" გადაბარგდება და 36 წლის ასაკში ახალ გამოწვევას მიიღებს. ამის შესახებ თავად მეკარემაც ისაუბრა:
"ნეაპოლში ორი ახალი მეკარე მოვიდა და აშკარაა, რომ აქ ჩემი ადგილი აღარ არის. ჩემი გული "ნაპოლის" ეკუთვნის და მუდამ ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები, თუმცა დროა, ახალი გამოწვევა მივიღო. "რომასგან" მივიღე საინტერესო შეთავაზება და უყოყმანოდ დავთანხმდი. მალე დედაქალაქში მომიწევს ჩასვლა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გავივლი. ბედნიერი ვიქნები, თუ კარიერას ასეთ ძლიერ გუნდში დავასრულებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" შესაძლოა ჟულიო სეზარი 3 მილიონად იყიდოს