მარიო გომესი: მინდა "ფიორენტინასთან" ერთად ტიტული მოვიგო

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მარიო გომესმა ახსნა, თუ რატომ გადავიდა "ფიორენტინაში".

"ჩემი ოცნებაა ტიტული აქ, იტალიაში მოვიგო. "ფიორენტინამ" კარგად ამიხსნა, რომ ამბიციები აქვთ და წინსვლას გეგმავენ. გასულ სეზონში გუნდი იტალიაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ახლა კი გვინდა უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ როგორც იტალიაში, ასევე ევროპაშიც.

ვერ შეგპირდებით, რომ გოლების გარკვეულ რაოდენობას გავიტან. მთავარია, გავიმარჯვოთ, რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოვიგ
ოთ.

როცა გაირკვა, რომ გერმანია უნდა დამეტოვებინა, არჩევანი იტალიასა და ესპანეთს შორის უნდა გამეკეთებინა.

გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მთავარი მწვრ
თნელი) დიადი ადამიანია.
ამის შემდეგ კლუბს დავუკავშირდი და მითხრეს, რა მიზნები აქვს კლუბს და ის მიზეზები, თუ რატომ სურთ გუნდში ჩემი ხილვა.

"ბაიერნთან" ყველაფერი მოვიგე და ეს ფანტასტიკური იყო, მაგრამ ახლა რამე ახალი უნდა გამოვცადო",
- თქვა გომესმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული