ანჯელო ოგბონა: მოღალატე არ ვარ

AutoSharing Option
ანჯელო ოგბონას "ტორინოდან" "იუვენტუსში" გადასვლას უხმაუროდ არ ჩაუვლია და ეს მოსალოდნელიც იყო. 25 წლის მცველი "გრანატას" აღზრდილია, ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე პრინციპული მეტოქე გასაგებ მიზეზთა გამო სწორედ "ვეკია სენიორაა".

შესაძლოა, ტურინული გუნდების ტიფოზებს შორის ისეთი მტრული დამოკიდებულება არაა, როგორც, ვთქვათ, სამხრეთულ ქალაქებს ახასიათებთ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ "ტოროს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის მაინცდამაინც "იუვეში" გადასვლა ქომაგებს უმტკივნეულოდ მიეღოთ. მოკლედ, სოციალურ ქსელებზე ოგბონას სერიოზული შეტევა მოუწყვეს და როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მუქარის წერილებიც კი მიიღო:

"უამრავი წერილი მივიღე, რომელთა ნაწილი
მუქარას შეიცავს. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები ასე მტკივნეულად აღიქვამენ ჩემს "იუვენტუსში" გადასვლას. მოღალატე ნამდვილად არ ვარ და ვერც ამ ეპითეტებს გავიზიარებ. "ტორინო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება, მაგრამ უკვე 25 წლის ვარ და დროა, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო.

ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემით რეალურად იყო დაინტერესებული, "იუვენტუსი" გახლდათ და ბევრიც აღარ მიფიქრია. კარგი იქნება, თუ გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანჯელო ოგბონა "იუვენტუსში" ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული