შესაძლოა, ტურინული გუნდების ტიფოზებს შორის ისეთი მტრული დამოკიდებულება არაა, როგორც, ვთქვათ, სამხრეთულ ქალაქებს ახასიათებთ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ "ტოროს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის მაინცდამაინც "იუვეში" გადასვლა ქომაგებს უმტკივნეულოდ მიეღოთ. მოკლედ, სოციალურ ქსელებზე ოგბონას სერიოზული შეტევა მოუწყვეს და როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მუქარის წერილებიც კი მიიღო:
"უამრავი წერილი მივიღე, რომელთა ნაწილი
ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემით რეალურად იყო დაინტერესებული, "იუვენტუსი" გახლდათ და ბევრიც აღარ მიფიქრია. კარგი იქნება, თუ გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანჯელო ოგბონა "იუვენტუსში" ითამაშებს