იტალიელებს 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დუჯდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ის კორესპოდენტი ტანკრედი პალმერი ავრცელებს.
ადრე იუწყებოდნენ, რომ "რეალი" იგუაინს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიდა, ხოლო "ნაპოლი" მზად იყო არგენტინელ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაეხადა, ლონდონის "არსენალი" კი მხოლოდ 26 მილიონ ევროს ჩამოდიოდა.