მართალია, კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ როგორც ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
25 წლის არგენტინელის გადაბირება ჯერ ტურინის "იუვენტუსს" სურდა, შემდეგ ლონდონის "არსენალს", თუმცა უფრო მონდომებული სწორედ "ნაპოლი" გამოდგა. გავრცელებული ცნობის თანახმად, იტალიელები გონსალოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან. ერთი ხანობა "რეალის" მესვეურები 40 მილიონს ცენტს არ აკლებდნენ, მაგრამ მცირე დათმობაზე წასვლა მაინც მოუწიათ.
ამრიგად, ხოსე კალეხონისა და რაულ ალბიოლის შემდეგ
იგუაინმა ბოლო ექვსი წელი მადრიდის "რეალში" გაატარა, 190 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 107 გოლი გაიტანა.
რეინაც ნაპოლიში
ჟულიო სეზარის "ნაპოლიში" გადასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა. ნეაპოლში გადაბარგება თავად ბრაზილიელმა გოლკიპერმა არ ისურვა, რომლის თქმითაც, სამხრეთელები მას დაბალ ხელფასს და მიუღებელ პირობებს სთავაზობდნენ. ასეა თუ ისე, სეზარი "ნაპოლიში" არ გადავიდა და აურელიო დე ლაურენტისმა სარეზერვო გეგმა აამოქმედა.
თუ ინგლისურ "გარდიანს" და იტალიურ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ნეაპოლელები "ლივერპულის" მესვეურებს დაუკავშირდნენ და პეპე რეინას ერთწლიანი იჯარა გაჩარხეს. ბუნებრივია, მოლაპარაკებაში ჩართული თავად ესპანელიც იყო, რომელსაც იტალიაში გადაბარგებაზე უარი არ უთქვამს...
საქმე იმაშია, რომ "ლივერპულის" მესვეურებმა "სანდერლენდის" მეკარე სიმონ მინიოლე 9 მილიონ ევროდ გადაიბირეს და ამით რეინას პოზიციები მკვეთრად შეირყა. მოკლედ, პეპემ აღარ გარისკა და იქით გაუწია გულმა, სადაც პირველ მეკარეს ეძებენ. მით უმეტეს, "ნაპოლის" რაფაელ ბენიტესი წვრთნის, რომელთანაც რეინა წლების განმავლობაში "ლივერპულში" თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ესპანელი "ლივერპულში" 2005 წლიდან ირიცხება და ამ გუნდის შემადგენლობაში 285 მატჩი აქვს ჩატარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გონსალო იგუაინი "ნაპოლიში" 35 მილიონ ევროდ გადავა