"ფიორენტინა" შეტევას აძლიერებს

AutoSharing Option
"ფიორენტინა" განაგრძობს გაძლიერებას და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ფლორენციაში გადაბარგებული ახალი ფეხბურთელების შესახებ გამცნოთ.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვიოლას" მესვეურები პალერმოელ კოლეგებს შეუთანხმდნენ და მომდევნო სეზონიდან იოსიპ ილიჩიჩი ტოსკანური გუნდის ღირსებას დაიცავს. 25 წლის სლოვენიელმა ბოლო სამი წელი "პალერმოში" გაატარა, სიცილიური გუნდის შემადგენლობაში 97 მატჩი გამართა და 20 გოლი გაიტანა. "გაძეტას" მტკიცებით, ილიჩიჩის სანაცვლოდ ფლორენციელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

იოსიპ ილიჩიჩის გადაბირება არაერთ კლუბს სურდა, მათ შორის "ნაპოლის", ლევერკუზენის "ბაიერს" და "ლივერპულს", თუმცა სხვებზე უფრო მონდომებული "ფიორენტინა" გამოდგა.

სლოვენიელი
ფლორენციაში 25 ივლისს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებაც გაფორმდება. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია და ალბათ, ფეხბურთელის წარდგენისას გაცხადდება. ამრიგად, ფლორენციელთა შეტევითი პოტენციალი იზრდება, ჯუზეპე როსის და მარიო გომესს კი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა დელა ვალე და "ფიორენტინა" აღარ ხუმრობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული