საფეხბურთო ბუმი ნეაპოლში

AutoSharing Option
ნეაპოლში რომ ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ, ძველი ამბავია და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ელოდებიან ამ ქალაქში ახალი სეზონის დაწყებას.

მართალია, "ნაპოლიმ" ედინსონ კავანი დაკარგა, მაგრამ სანაცვლოდ, არაერთი ვარსკვლავი გადაიბირა და ეს პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ამ ყველაფერმა ნეაპოლში ნამდვილი ბუმი გამოიწვია და თურმე, სეზონური აბონიმენტებიც ისე იყიდება, როგორც არასდროს.

ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა. მისივე თქმით, მალე გავა გაყიდვაში "ნაპოლის" ახალი ფორმა, რომლებზეც ასევე უდიდესი მოთხოვნა ყოფილა - ყველაზე ხშირად თურმე გონსალო იგუაინის მაისურებს ითხოვენ და სხვადასხვა მაღაზიებში, რიგები
აქედანვე დგება.

სხვადასხვა სპორტულ მაღაზიებში, სავაჭრო ქსელებსა და უბრალოდ ქუჩებში, საფეხბურთო თემატიკა თვალშისაცემია და აბსოლუტურად ყველაფერი "ნაპოლის" უკავშირდება. ამან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აღაფრთოვანა:

"ის, რაც ნეაპოლში ხდება, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. აქ ყველა და ყველაფერი ფეხბურთს უკავშირდება და ყველა სიკეთესთან ერთად, ეს პასუხისმგებლობას მიათმაგებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ გულშემატკივართა უდიდესი სიყვარული და ნდობა გავამართლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლის" ახალი სამიზნე: ჯექსონ მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული