"კიდევ ერთ ფორვარდს ვეძებთ, რადგან სამ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა. იოლი არ იქნება, მაგრამ ყველა ტურნირზე წარმატებით გამოსვლას ვგეგმავთ.
ამიტომ კიდევ ერთ შემტევი ფეხბურთელი არ გვაწყენს", - თქვა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ედინსონ კავანი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო მის მაგივრად გუნდში "რეალიდან" ხოსე კალიეჰონი და გონსალო იგუაინი მივიდნენ.
იტალიაში კონტრაქტის გასაფორმებლად უკვე ჩავიდა "პორტოს" ფორვარდი ჯეკსონ მარტინესი.
გარდა ამისა, "ნაპოლი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ალექსის სანჩესს უმიზნებს.
მომზადებულია Sky Sport