ჯუზეპე როსი: ჩემი მიზანი მუნდიალზე თამაშია

AutoSharing Option
იტალიელ საფეხბურთო ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში "ფიორენტინა" მინიმუმ სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს, "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი "ვიოლა" სკუდეტოს მაძიებლად დაასახელა.

დაახლოებით ანალოგიური რამ თქვა ლეგენდარულმა მეკარე დინო ძოფმა, რომელმაც "იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან" ერთად, ჩემპიონობის პრეტენდენტად სწორედ ფლორენციული გუნდი დაასახელა. დიდი ავანსებია გაცემული ჯუზეპე როსისა და მარიო გომესის ტანდემზე - პირველს უფრო სიღრმიდან ეხერხება თამაში, ხოლო მეორე კლასიკური დამგვირგვინებელია.

"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი 26 წლის როსის გაესაუბრა, მის ნააზრევს კი ქვემოთ გაეცნობით:

"კონკრეტული მიზანი ჩვენთვის
არავის დაუსახავს და ვფიქრობ, ეს საქმისადმი სწორი მიდგომაა. თითოეულ შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და რა მნიშვნელობა აქვს, სეზონის სტარტზე სკუდეტოს დავუმიზნებთ თუ ჩემპიონთა ლიგის ზონას. ეს დამატებითი წნეხია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს.

დარწმუნებული ვარ, "ფიორენტინა" მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მარიო გომესთან თამაში ერთი სიამოვნებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ფიორენტინაში" კიდევ არიან მაღალი კლასის შემტევები; თუნდაც ადემ ლიაიჩი და იოსიპ ილიჩიჩი, რომლებსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი მიზანი იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და მუნდიალზე გამგზავრებაა. "სკუადრა აძურას" მაისური ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩეზარე პრანდელის ნდობა მოვიპოვო. ამისთვის სწორედ "ფიორენტინაში" კარგად ასპარეზობაა საჭირო და ამად არის, რომ ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ
".

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: სკუდეტოსთვის 7 გუნდი იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული