ამჯერად, 29 წლის თავდამსხმელმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ამხანაგური მატჩი შეაფასა, საწვრთნელ პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"ჩვენი უპირველესი მიზანი 18 აგვისტოს დაგეგმილი იტალიის სუპერთასის პაექრობისთვის მომზადებაა და ამ გზაზე, "გალაქსისთან" მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო. ნათლად გამოჩნდა ის ხარვეზები, რომლებზეც სამუშაო გვაქვს. მცირე ტრავმა მქონდა, რის გამოც ამერიკელებთან მატჩი გამოვტოვე, თუმცა უკვე კარგად ვარ და იმედია,
"ლაციოსთან" შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა. სიმართლე გითხრათ, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ
ყველაფერს ვაკეთებ, რომ მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო და გაცემული ავანსები გავამართლო. ჩვენი მიზანი ყველა იმ ტურნირზე გამარჯვებაა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ. მჯერა, რომ ეს ასეც იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს