18 აგვისტოს, "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის სუპერთასის პაექრობა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ლაციო" წარდგებიან. ამ შეხვედრის შესახებ აპენინურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ და კომენტარებიც უხვად კეთდება. მაგალითად, რომაელთა ლიდერი მიროსლავ კლოზე მიიჩნევს რომ შანსები თანაბარია:
"იტალიის თასის ფინალში ბევრისგან ფავორიტად შერაცხული "რომა" დავამარცხეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ იგივეს სუპერთასის პაექრობაშიც გავიმეორებთ. მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანი და ამაში იმედია თვით ტურინელთა გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან.
ზოგადად, შანსებს თანაბრად შევაფასებ. ვეცდებით შევუტიოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უდიდესი სურვილი მაქვს სუპერთასი მოვიგოთ და ამ გამარჯვებაში წონადი წვლილი შევიტანო. კარგად მახსოვს ის ემოციები, რომელიც თასის მოგების შემდეგ განვიცადე და მსურს, იგივე კიდევ ერთხელ განმეორდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:"ლაციო": ლუკას ბილია გაირკვა, სარატე არა