რამდენ ხანს იუქმებს მარიო ბალოტელი?

AutoSharing Option
ამერიკულ ტურნირზე, "მილანი-"გალაქსის" პაექრობაში მარიო ბალოტელიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მარიომ თავისი ფეხით დატოვა მინდორი და ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერი იყო - თუმცა, ლომბარდიული გრანდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბალოტელის დღემდე აწუხებს ტკივილები და ვერც საწვრთნელ პროცესშია ჩართული. საბოლოო დიაგნოზს ექიმები უქმეებზე დასვამენ და მაშინ გაირკვევა, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა 22 წლის ფორვარდს.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კარსაა მომდგარი, "მილანს" პსვ-ს სახით ძლიერი მეტოქე ერგო და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში, ბალოტელის ტრავმამ ბევრი შეაშფოთა - მათ შორის,
გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ბალოტელის მსუბუქი ტრავმა აქვს და უახლოეს დღეებში დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს. მარიო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი ჯანმრთელობის ამბავი განსაკუთრებულად გვაღელვებს. წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებია და იმედია, ორივე პაექრობას ოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სასიამოვნო შოკი - მარიო ბალოტელი პიანინოზე უკრავს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული