მარიო ბალოტელი: იმედია, რომის პაპი დაბადების დღეს მომილოცავს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ არგენტინის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის წინ განაცხადა, რომ მოხარული იქნება რომის პაპთან შეხვედრით.

გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ რომის პაპი მას დაბადების დღეს მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის 12 აგვისტოს 23 წელი შეუსრულდა.

"ძალიან მოხარული ვიქნები რომის პაპთან შეხვედრით. ჩემი აზრით, ის კარგი ადამიანია. იმედია, დაბადების დღეს მომილოცავს", - თქვა ბალოტელიმ.

აქვე გეტყვით, რომ რომის პაპი ეროვნებით არგენტინელია და ბუენოს აირესის საფეხბურთო კლუბ "სან-ლორენცო დე ალმაგროს" გულშემატკივარია.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის პრემიერმა რომის პაპს ესპანეთის ნაკრების მაისურა გადასცა

პაპის ფოტო "სან-ლორენცოს" გუნდის მაისურს ამშვენებს
ახალი პაპი "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული