ჩეზარე პრანდელი: იტალიისა და არგენტინის ნაკრებთა თამაში მართლა ამხანაგური იქნება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ 14 აგვისტოს რომში გასამართი ამხანაგური მატჩის მოლოდინზე ისაუბრა, რომელშიც "სკუადრა აძურა" არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ძალიან გვინდა, ისეთი თამაში ვაჩვენოთ, როგორის დემონსტრირებასაც კონფედერაციათა თასზე ვახდენდით. თუკი შეხვედრის დიდი ნაწილის დაბალანსებულად ჩატარებას შევძლებთ, ბრწყინვალე იქნება, მით უმეტეს, სეზონის ამ მონაკვეთში.

ამ შეხვედრაზე თვით რომის პაპია მოწვეული, ამიტომ იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ვალდებულნი არიან, ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული დადგან.

ეს იქნება ნამდვილი ამხანაგური მატჩი. თუნდაც ის რად ღირს, რომ მეტოქეები ერთ სასტუმროში იქნებიან დაბინავებულნი, ასეთი რამ კი,
მგონი, არასდროს მომხდარა", - თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული