ალესანდრო მატრი და დავიდე ასტორი "ნაპოლიში"?

AutoSharing Option
"ნაპოლი" აგრძელებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას და ახალ ფეხბურთელებსაც იმატებს.

მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ თუ ავტორიტეტულ იტალიურ სპორტულ გამოცემებს ვენდობით, სამხრეთელებმა კიდევ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი გაჩარხეს.

ლაპარაკია ალესანდრო მატრისა და დავიდე ასტორის შესახებ - პირველი "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, მეორე კი "კალიარიში" ასპარეზობს.

მატრი რომ "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს არის, ერთ-ერთ წინა ნომერშიც გამცნეთ. ამჯერად კი აპენინელი ჟურნალისტები კითხვის ნიშანს აღარ სვამენ.

იგივე ვითარებაა ასტორისთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია და მისი გადაბირება დიდია ხანია "კალიარიზე" გაცილებით ამბიციურ გუნდებს სურთ.
როგორც ჩანს, მილანურ გრანდებს "ნაპოლიმ" დაასწრო და დავიდე თავისთვის დაიგულა.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, 29 წლის მატრის სანაცვლოდ ნეაპოლელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან, 26 წლის ასტორი კი 13 მილიონი დაუჯდებათ. ერთი სიტყვით, სამხრეთელები მცველს და თავდამსხმელს იმატებენ, მთელი ეს სიამოვნება კი 25 მილიონი ევრო ჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული