მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ თუ ავტორიტეტულ იტალიურ სპორტულ გამოცემებს ვენდობით, სამხრეთელებმა კიდევ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი გაჩარხეს.
ლაპარაკია ალესანდრო მატრისა და დავიდე ასტორის შესახებ - პირველი "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, მეორე კი "კალიარიში" ასპარეზობს.
მატრი რომ "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს არის, ერთ-ერთ წინა ნომერშიც გამცნეთ. ამჯერად კი აპენინელი ჟურნალისტები კითხვის ნიშანს აღარ სვამენ.
იგივე ვითარებაა ასტორისთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია და მისი გადაბირება დიდია ხანია "კალიარიზე" გაცილებით ამბიციურ გუნდებს სურთ.
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, 29 წლის მატრის სანაცვლოდ ნეაპოლელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან, 26 წლის ასტორი კი 13 მილიონი დაუჯდებათ. ერთი სიტყვით, სამხრეთელები მცველს და თავდამსხმელს იმატებენ, მთელი ეს სიამოვნება კი 25 მილიონი ევრო ჯდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"