პროგნოზი: ვინ გახდება ბომბარდირი იტალიაში?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ედინსონ კავანიმ "ნაპოლი" დატოვა და ფრანგულ პსჟ-ში გადავიდა, სერია A-ს მომდევნო გათამაშების ბომბარდირის პროგნოზირება კიდევ უფრო რთული გახდა.

ერთი, რომ სუპერგოლეადორმა საფრანგეთს მიაშურა და მეორე, იტალიის ჩემპიონატს არაერთი მაღალი კლასის თავდამსხმელი შეემატა.

მხოლოდ "იუვენტუსში" ბომბარდირობის ორი კანდიდატი ჩაირიცხა: კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე; "ნაპოლის" გონსალო იგუაინი დაემატა, რომელიც აუცილებლად დაუმიზნებს საუკეთესო გოლეადორის ტიტულს.

არ უნდა გამოგვრჩეს მარიო გომესი, რომელიც "ფიორენტინას" ღირსებას იცავს და შესაძლებლობების დამტკიცება უკვე იტალიაში სურს.

მოკლედ, კონკურენცია დიდია და ერთი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება მეტად
რთული ამბავია.

"რაი სპორტმა" გულშემატკივართა შორის ინტერაქტიული გამოკითხვა მოაწყო და დაადგინა, თუ ვისგან რას ელოდებიან ტიფოზები...

გამოკითხვაში 10 თავდამსხმელის გვარი ფიგურირებდა, კითხვა კი ასე ჟღერდა:

"რომელი ფორვარდი გახდება სერია A-ს 2013/14 წლების სეზონის ბომბარდირი?" - მიღებული პასუხებისგან თავდამსხმელებს გოლთა საშუალო მაჩვენებელი გამოუყვანეს და შედეგებიც გაცხადდა...

მარიო ბალოტელი (მილანი, 23 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 13 გოლი (მან. სიტი, 2011/12)
პროგნოზი: 22 გოლი

ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, 35 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 29 გოლი (უდინეზე, 2009/10)
პროგნოზი: 20 გოლი

გონსალო იგუაინი (ნაპოლი, 25 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 27 გოლი (რეალი, 2009/10)
პროგნოზი: 20 გოლი

კარლოს ტევესი (იუვენტუსი, 29 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 23 გოლი (მან. სიტი, 2009/10)
პროგნოზი: 20 გოლი

ერიკ ლამელა (რომა, 21 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 15 გოლი (2012/13)
პროგნოზი: 17 გოლი

მარიო გომესი (ფიორენტინა, 28 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 28 გოლი (ბაიერნი, 2010/11)
პროგნოზი: 15 გოლი

ლუის მურიელი (უდინეზე, 22 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 11 გოლი (უდინეზე, 2012/13)
პროგნოზი: 13 გოლი

მიროსლავ კლოზე (ლაციო, 35 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 25 გოლი (ვერდერი, 2005/06)
პროგნოზი: 12 გოლი

სტეფან ელ შაარავი (მილანი, 20 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 16 გოლი (მილანი, 2012/13)
პროგნოზი: 11 გოლი

ფერნანდო ლორენტე (იუვენტუსი, 28 წლის)
საუკეთესო შედეგი სეზონში: 18 გოლი (ატლეტიკი, 2010/11)
პროგნოზი: 10 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული