ფაბიო კვალიარელა "ვესტ ჰემის" ვარიანტზე თანახმაა

AutoSharing Option
არაერთხელ გაცნობეთ, რომ "იუვენტუსის" ექვსი ფორვარდიდან ორმა უნდა დატოვოს გუნდი, ეს ორი კი ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა არიან.

მატრი "ნაპოლიში" გადაბარგებასთან არის ახლოს და ეს თემა ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

რაც შეეხება კვალიარელას, მისი გადაბირება ინგლისურ კლუბებს: "ნორვიჩს" და "საუთჰემპტონს" სურდათ, მაგრამ შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

ფაბიომ უარი თქვა ყატარული "ალ გარაფის" ვარიანტზეც და დასძინა, მომდევნო ზაფხულს გასამართ მუნდიალზე მხოლოდ ძლიერი კლუბიდან მოვხვდებიო.

როგორც ჩანს, 30 წლის თავდამსხმელმა ასეთ კლუბად "ვესტ ჰემი" მიიჩნია, რადგან "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, ფაბიო დათანხმდა ლონდონელთა შეთავაზებას და მზადაა, კარიერა ამ გუნდში გაატაროს.

საქმეს წინ მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება უდგას - ინგლისელებს ურჩევნიათ, ფორვარდი იჯარით აიყვანონ, ტურინელები კი სრულფასოვან ტრანსფერს ითხოვენ.

მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია გადასული და რადგან ფეხბურთელის "ვესტ ჰემში" გადაბარგება ყველას ინტერესებშია, შეთანხმების ალბათობა მაღალია.

ერთი სიტყვით, დიდია იმის შანსი, რომ კვალიარელამ კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ცნობისთვის, პრემიერლიგას უკვე შეემატა იტალიის ნაკრების კიდევ ერთი კანდიდატი, პაბლო დანიელ ოსვალდო, რომელიც "რომადან" "საუთჰემპტონში" გადავიდა.

ინგლისელებმა პაბლოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული