31 წლის ამერიკელი ამჟამად ლოს-ანჯელეს "გალაქსის" ღირსებას იცავს, რომელთანაც ლომბარდიულ გრანდს ძველი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
"მილანი" და "გალაქსი" თითქმის ყოველ ზაფხულს სპარინგობენ, დევიდ ბექჰემის ტრანსფერი კი კარგად გემახსოვრებათ.
მოკლედ, ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება და რადგან კეისუკე ჰონდას ამბავიც ჩიხშია შესული, დონოვანის ვარიანტი სულაც არ მოჩანს ურიგო...
დონოვანს ევროპაში აქამდეც უთამაშია - ლევერკუზენის "ბაიერის", მიუნხენის "ბაიერნის" და ლივერპულის "ევერტონის"
აქვე დავაზუსტოთ, რომ ლაპარაკი არაა სამთვიან ხელშეკრულებაზე, როდესაც ამერიკაში მოასპარეზე ფეხბურთელები ხანგრძლივ შვებულებას იყენებენ და ევროპულ კლუბში გადადიან - შეთანხმების შემთხვევაში, დონოვანი "მილანთან" სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"