ლენდონ დონოვანით "მილანი" დაინტერესდა

AutoSharing Option
უცნაური ამბავი გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, "მილანის" მესვეურები ლენდონ დონოვანის გადაბირებით დაინტერესდნენ.

31 წლის ამერიკელი ამჟამად ლოს-ანჯელეს "გალაქსის" ღირსებას იცავს, რომელთანაც ლომბარდიულ გრანდს ძველი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

"მილანი" და "გალაქსი" თითქმის ყოველ ზაფხულს სპარინგობენ, დევიდ ბექჰემის ტრანსფერი კი კარგად გემახსოვრებათ.

მოკლედ, ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება და რადგან კეისუკე ჰონდას ამბავიც ჩიხშია შესული, დონოვანის ვარიანტი სულაც არ მოჩანს ურიგო...

დონოვანს ევროპაში აქამდეც უთამაშია - ლევერკუზენის "ბაიერის", მიუნხენის "ბაიერნის" და ლივერპულის "ევერტონის"
ღირსებას იცავდა; თუ იტალიელებმა და ამერიკელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, "მილანი" ლენდონის მეოთხე ევროპული გუნდი იქნება.

აქვე დავაზუსტოთ, რომ ლაპარაკი არაა სამთვიან ხელშეკრულებაზე, როდესაც ამერიკაში მოასპარეზე ფეხბურთელები ხანგრძლივ შვებულებას იყენებენ და ევროპულ კლუბში გადადიან - შეთანხმების შემთხვევაში, დონოვანი "მილანთან" სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული